თაიფ ერდოღანი: თურქეთი რეგიონში მოქმედი ტერორისტების N1 სამიზნეა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ამის შესახემ სააგენტო Reuters იტყობინება.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის N1 სამიზნეა. თურქეთის ხელისუფლებას ერთნაირი ძალისხმევით უწევს ყველა მათგანთან გამკლავება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თურქეთის ცენტრში, სტამბოლში სულჰან-აჰმედის მოედანზე აფეთქება მოხდა. დაიღუპა 10 და მძიმედ დაშავდა 15-ზე მეტი ადამიანი.

ზოგიერთი ადგილობრივი მედიის ცნობით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები და გამნაღმველები არიან მობილიზებული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ჯგუფს არ აუღია.

 ,,აიპრესი
მსგავსი სიახლეები
199 ნახვა