ნიკა გვარამიას პირველი გამოხმაურება სკანდალურ ფარულ ჩანაწერზე

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ერთ-ერთი უკრაინული სააგენტოს მიერ მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის გამოქვეყნების ფაქტს ეხმაურება.
გვარამია ფაქტობრივად ადასტურებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და მას შორის აღნიშნული საუბარი, მართლაც, შედგა. “როგორ იყო, არ გისმენს მთავრობა, მოგელანდა ყველაფერიო? არ მოსულა არავინ, შენ მოიგონეო? big brother is watching/listening/etc us ps ვაიბერია ეს, btw“- წერს ნიკა გვარამია.
მიხელ სააკაშვილი საქართველოში ახალ რევოლუციას გეგმავს. ამ სახის ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული ვებგვერდი: uareview.in.ua. საიტზე გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებში ისმის, რომ სააკაშვილი თავისი პარტიის წევრებს „ბოევიკების“ მომზადებას და ქვეყანაში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ავალებს. ასეთ ბრძანებას აძლევს ის „რუსთავი 2“-ის დერექტორს ნიკა გვარამიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს გიგა ბოკერიას.

წყარო

მსგავსი სიახლეები
252 ნახვა