ოთარ დანელია: სოფლის მეურნეობის სექტორში 139 ახალი საწარმოა შექმნილი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ექსპო ჯორჯიაში უწყების 3-წლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში 139 ახალი საწარმოა შექმნილი, უახლოესი თვეების განმავლობაში კი კიდევ 20 საწარმოს ამოქმედებაა დაგეგმილი.

დაწყებული ბიუჯეტიდან, ჩვენ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვსმნიშვნელოვანი ზრდა. მინდა, ხაზი გავუსვა მელიორაციის მიმართულებასდაახლოებით100 ათასი ჰექტრის წყალუზრუნველყოფა განხორციელდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანიაპროექტების მართვის სააგენტოს მუშაობა, რადგან კიდევ ერთხელ ვაცნობოთ მოსახლეობას,რომ უკვე 139 ახალი საწარმოა საქართველოში სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების.დამატებით კიდევ 20 გვექნება სულ რამდენიმე თვეში, – განაცხადა დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ პარლამენტს მისი უწყების მიმართ შენიშვნები არ ჰქონია.

ჩვენს სამინისტროსთან დაკავშირებით ოფიციალური შენიშვნა არ მიგვიღია. თუ იქნება,მზად ვართ, ვიმსჯელოთ, მაგრამ პრინციპში ეს არ არის კომფორტული ბიუჯეტი, ეს არისაუცილებელი ბიუჯეტი, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მსგავსი სიახლეები
164 ნახვა