რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა წელს?

ახალ, 2016 წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ქართველმა დიასახლისებმა უკვე დაიწყეს მზადება. მზად არის ნაძვის ხე, საახალწლო სუფრის მთავარი კერძების მენიუ, სახლშიც და ქალაქშიც საახალწლო გარემო იგრძნობა. გადავწყვიტეთ ჩამოგვეწერა ის საჭირო პროდუქტები , რომლებიც აუცილებელია საახალწლო სუფრისთვის და გაგვეგო მათი ფასები სამ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში, შემდეგ კი შეგვედარებინა ფასები. გაგვეგო სად უფრო იაფად შეძლებენ დიასახლისები საახალწლო სუფრის გაწყობას.

ჩვენ გადავამოწმეთ ფასები სამ ყველაზე მოთხოვნად და ხალხ მრავალ ადგილას დეზერტირების ბაზარში, „კარფურში“ და Goodwill-ში.

გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელი წითელი მაინუნის წელია უნდა გავითვალისწინოთ , რომ მაიმუნი ბალახის მჭამელი ცხოველია, ამიტომ მაგიდაზე მისასალმებელია ვეგეტარიანული კერძები. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ეგზოტიკური ხილები : ანანასი, ბანანი, მანგო …

პირველი ადგილი, სადაც ფასები გავიგეთ იყო დეზერტირების ბაზრობა, სადაც ქართული ტრადიციული სუფრის და მაიმუნის წლის შესაბამისი მოთხოვნებით გათვალისწინებული სიით მივედით.

6afc843b-168a-4897-b4df-e3d30325f3a3

ქართული საახალწლო სუფრა საცივის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვენს სიაში გავითვალისწინეთ ინდაურიც და ნიგოზიც. ხუთ კილოიანი ინდაურის ფასი 70 ლარი გვითხრეს, ნიგოზი 20 ლარი, იყო 14 ლარადაც.  საცივთან ერთად შემწვარი გოჭი და ქათამიც აუცილებლად უნდა იდოს.  გოჭის  ფასი 110 ლარი გვითხრეს შვიდ კილოზე, ქართული ქათამი 5,50 ლ.  ასევე გასათვალისწნებელია სუფრაზე სულუგუნი , მას 14 ლარად აფასებდნენ.  ნებისმიერი სადღესასწაულო  სუფრა სასმელის და სადღერძელოების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ღვინოც აუცილებლად მოვიკითხეთ. კახური ღვინო სულ მცირე 3 ლარი გვითხრეს.

ახლა კი გადავიდეთ აუცილებელ დეტალებზე, ის რითაც უნდა დავიმსახუროთ მაიმუნის კეთილი განწყობა. მაიმუნის საყვარელი ბანანი სულ რაღაც  4 ლარი ღირს (1 კგ). ავოკადო 12 ლარი (1კგ).  მანგო 10 ლარი (1კგ)  . ანანასი 8 ლარი.

გავითვალისწინეთ ისინი,  ვისაც ნაძვის ხე ჯერ კიდევ არ მოურთავთ. ყველაზე დიდი ბუნებრივი ნაძვის ხე 140 ლარი დაგვიფასეს, საშუალო 60 , პატარა 25 ლარი.

აქ ვერ დაგვაკმაყოფილებს კომფორტული გარემო,  ხალხიც ბლომათაა, თუმცა ფასებმა ნამდვილად გაგვაკვირვა. საბოლოო ჯამში ყველაფრის ფასი, რომ დავთვალოთ,  საყიდლებზე  აქ მოსულებს საახალწლო სუფრა 251 ლარი დაუჯდებათ.

„კარფური“   

 

 

1კგ  სულუგუნის ყველი  12 ლარი.

გოჭი 6კგ 92.23 ლარი

ინდაური  5კგ 91,11 ლარი.

ქართული ქათამი 6,50

ნიგოზი  24.50 ლარი.

კახური ღვინო 18.95  ლარი

ბანანი  1კგ 2.90

ავოკადო 1კგ  14 ლარი

ანანასი 8 ლარი

მანგო 1 კგ 12

ხელოვნური ნაძვის ხე  539.80 / საშუალო 165 ლ / პატარა 56

ჯამში – 356.08 ლ

 

 Goodwill

1კგ  სულუგუნის ყველი  11 ლარი.

გოჭი 6კგ 100 ლარი

ნიგოზი  28.50 ლარი.

კახური ღვინო 11.95  ლარი

ბანანი  1კგ 2.95

ქართული ქათამი 7,90

ავოკადო 1კგ  14,63 ლარი

ანანასი 8 ლარი

მანგო 1 კგ 14,60

ხელოვნური ნაძვის ხე  მაღალი198 / საშუალო 140 ლ / პატარა 52

ჯამში – 339.53 ლ

აქსანა კუკავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
248 ნახვა