“თუ შემოხვედით იმისთვის, რომ დებოში ატეხოთ, დატოვეთ სხდომა”- პრემიერი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ტარიელ ლონდარიძემ სხდომა დატოვა.

ლონდარიძე, რომელიც საბჭოს წევრია აცხადებს, რომ დღის წესრიგთან დაკავშირებით გარკვეული კითხვა ჰქონდა.

პრემიერ-მინისტრმა მას მიუთითა, რომ სახელმწიფო კომისიის სხდომაში “ქაოსისა და დაპირპისპირების” შეტანას ცდილობდა.

“თუ შემოხვედით იმისთვის, რომ დებოში ატეხოთ, დატოვეთ სხდომა. სახელმწიფო კომისიის სხდომაა და ნუ შემოგაქვთ ქაოსი და დაპირისპირება. დაელოდეთ და მოგცემთ სიტყვას. უფლება არ გაქვთ, ასე ისაუბროთ”, – მიმართა პრემიერმა ლონდარიძეს, რის შემდეგაც მას სხდომა დატოვა.

მასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში “ნაციონალური მოძრაობიდან” გოკა გაბაშვილი და გიორგი ვაშაძეც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რადგან აღნიშნული საბჭოს წევრები არ არიან.

წყარო

მსგავსი სიახლეები
187 ნახვა