ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს მიაღწია

ავღანეთის ჩრდილოეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მიწისძვრას ავღანეთში 24, ხოლო პაკისტანში მინიმუმ 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ასობით ადამიანი. დაკარგულად ითვლება ათობით მოსახლე, რაც მსხვერპლის გაზრდის ვარაუდს იძლევა.

გავრცელებული ინფორმაციიღ, ავღანეთში, ტახარის პროვინციაში 12 გოგონა დაიღუპა. გოგონები მიწისძვრის დროს სკოლის შენობის დატოვებას ცდილობდნენ და ჭყლეტას ემსხვერპლნენ.

აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ავღანეთის ჩრდილოეთით, ჰინდუქუშის რეგიონში მოხდა. ეპიცენტრი დედაქალაქ ქაბულიდან 256 კილოემტრში, ქალაქ ჟარმიდან 45 კილომეტრში 212 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ბიძგები იმდენად ძლიერი ამოჩნდა, რომ როგორც ავღანეთში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში ნგრევა გამოიწვია.

წყარო

მსგავსი სიახლეები
169 ნახვა