ირაკლი ღარიბაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს,–ამის შესახებ ნატოსგენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

მხარეებმა ნატო–საქართველოს ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა სწორი მიმართულებით ვითარდება. საუბარი ასევე შეეხო  ვარშავის სამიტისთვისმზადების პროცესს.

პრემიერმინისტრისა და ჯეიმს აპატურაის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს. ჯეიმს აპატურაიმ მადლობაგადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს  ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში საქართველოსუმნიშვნელოვანესი მონაწილეობისთვის. აღინიშნა, რომ გასულ თვეს საქართველო გახდა მესამე ქვეყანანატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, რომელიც შეუერთდა ალიანსის სწრაფი რეაგირების „შუბის წვერის“ძალებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინხიდაშელი და ევროპულ და ევროატლანტიკურსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

წყარო

მსგავსი სიახლეები
143 ნახვა