პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს და დიალოგის აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც ცნობილია, 23 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მათთვის მისაღებ ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
121 ნახვა