მამუკა არეშიძე: ყველაზე საშიში მესამე ძალაა – წინა ხელისუფლებისგან გამწარებული ხალხი

ნაციონალურ მოძრაობას” დიდი ხანია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის სურვილიაქვს“, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრას” განუცხადა.

მისი თქმით, მთავარია, ხელისუფლება მოვლენების ესკალაციისთვის მზად იყოს.

 

მმართველ გუნდზე ზეწოლა კიდევ უფრო აგრესიული გახდება. მეტიც, არ გამოვრიცხავ,ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, პროცესში ხელისუფლებაში მყოფი ე.წ. მეხუთე კოლონისწარმომადგენლებიც ჩაერთონ. სახელმწიფო სტრუქტურებში, განსაკუთრებით ძალოვანუწყებებში, მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ორ ფრონტზე იბრძვიან –ხელისუფლების მიმართ ლოიალურობას აფიქსირებენ, რეალურად კი, ნაციონალურიმოძრაობისინტერესებს ატარებენ. თუმცა, ყველაზე საშიში მესამე ძალაა – წინახელისუფლებისგან გამწარებული ხალხი“, – განაცხადა არეშიძემ.

24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, საგამოძიებო მსვლელობას საფუძვლად კონტრდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებები და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაედო. მოგვიანებით აღნიშნულ საკითხზე „მოდულის” შენობაში მოწმის სტატუსით „ნაციონალური­ მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც დაიბარეს და დაჰკითხეს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
203 ნახვა