მყარად ვაცხადებ, რომ ჩვენ ამ საქმეს მოვიგებთ – “რუსთავი 2”-ის ადვოკატი

რუსთავი 2-ის ადვოკატი, ზაზა ბიბილაშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც ჟურნალისტებს ბიბილაშვილმა განუცახადა, ამის საფუძველს დღეს, პროცესზე დაკითხული ექსპერტის ჩვენება იძლევა.

„სიმართლე გითხრათ, შოთა ივანაშვილის დაკითხვით კმაყოფილი ვარ. შედეგი არის სრულიად ლოგიკური. ამ ექსპერტის დაკითხვის ღირებულება არის ნულის ტოლფასი. ის ეყრდნობა ყალბ დოკუმენტს, რომელიც მას ცალმხრივად მიაწოდა ქიბარ ხალვაშის მხარემ. შესაბამისად, დოკუმენტში არაფერია მხარის განცხადებების გარდა. მას არც ერთი ობიექტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ივანაშვილმა გამოავლინა, რომ მან არ იცის საერთაშორისო საშემფასებლო ტერმინები, როდესაც თქვა, რომ არ არის ვალდებული გადაამოწმოს, თუ ვინ აწვდის ინფორმაციას. მაგალითად, თუ ჩემი კოლეგა დიმიტრი საძაგლიშილი ამ ექსპერტს ეტყვის, რომ ის არის „ჯენერალ მოტორსის“ მფლობელი, ორ გვერდზე დაუწერს რაღაც ციფრებს, ექსპერტი შეუდგება ამ საქმეს და გასცემს დასკვნას „ჯენერალ მოტორსის“ ღირებულებასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ტელეკომპანია რ2 ექსპერტის დაკითხვის სრულ ჩანაწერს დღეს საღამოს ეთერში გაუშვებს.

„არანაირი ეჭვი არ დარჩება იმისა, რომ ეს საქმე არის ფარსი. ამ საქმეში არ არსებობს არანაირი ობიექტურობა, რაზეც თეორიულად მაინც შეიძლება დაეყრდნოს მოსამართლე და დააკმაყოფილოს სარჩელი. მყარად ვაცხადებ, რომ ჩვენ ამ საქმეს მოვიგებთ“ – დასძინა ადვოკატმა.

ბიბილაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება დღესვე გამოიტანოს

წყარო

მსგავსი სიახლეები
398 ნახვა