,,მოსახლეობის უკმაყოფილება სამართლიანია” – ნარმანიას გარკვეულ კომპანიებთან პრეტენზიები აქვს

თბილისის მერი დავით ნარმანია გარკვეული კომპანიების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში არის ფაქტები როდესაც კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება უგვიანდებათ. როგორც ნარმანიამ განაცხადა, ეს მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

„ბოლო დროს გახშირდა ქუჩების, სკვერების და მოედნების თვითნებურად გადათხრის ფაქტები. არის შემთხვევები, როცა კონტრაქტორებს აქვთ ნებართვები, თუმცა უგვიანდებათ ცალკეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება. ეს იწვევს სამართლიანად მოსახლეობის უკმაყოფილებას. ამიტომ მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ვავალებთ, რომ რაიონული სამსახურების მეშვეობით, რაც შეიძლება დროულად შეისწავლოს ყველა მსგავსი შემთხვევა და ნორმების დაცვით გავატაროთ პასუხიმგებლობასთან დაკავშირებული ზომები”, – განაცხადა ნარმანიამ.

წყარო

მსგავსი სიახლეები
223 ნახვა