სტუდენტებმა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრების ორგანიზებით ,,რუსთავი2”-ის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

დღეს თსუ-ს სტუდენტებმა, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან ,,რუსთავი2”-ის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

სტუდენტებმა განაცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან მედია საშუალებებზე.  სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ბრძოლა მედიის წინააღმდეგ.  აღსანიშნავია რომ  ნაციონალური მოძრაობის წევრებმა  ლაშა ფარულავამ, შმაგი ჩოხელმა და ნიკოლოზ ჩომახიძემ. რომლებიც მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ტერიტორია მალევე დატოვეს, მათ აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რუსთავი2 – ის მხარდამჭერი აქციის ფარგლებში ერთ-ერთ ორგანიზატორად ლევან თარხნიშვილიც მოიაზრებოდა, თუმცა საპროტესტო აქციაზე ის არ გამოჩენილა.

უნდა ტარდებოდეს თუ არა სტუდენტური აქციები, პოლიტიკური ნიშნით ამის შესახებ  live24.ge – მ თსუ-ში მოკლე გამოკითხვა ჩაატარა.

მურმან ბერიძე სტუდენტი: ,,არ აქვს მნიშვნელობა ვინ მართალია ვინ მტყუანი, მე ვთვლი რომ უნივერსიტეტის პოლიტიზირება არ უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს ან ვინმეს მხარდაჭერა ან ვინმეს წინააღმდეგ გამოსვლა, არც შეიძლება და ვთვლი რომ ცუდად მოქმედებს ნებისმიერ სტუდენტზე. ”

ნინო შეყილაძე სტუდენტი: ,,მე პირადად ამ აქციამ გამაღიზიანა, პოლიტიკურ საკითხებზე აქციების ჩატარებას, ჯობია უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ ჩაატარონ.”

კონკრეტულად რა გახდა თქვენი გაღიზიანების მიზეზი? 

ვთვლი რომ ,,რუსთავი2” დღეს დღეობით პოლიტიკური თემაა და ეს თემა ისედაც ყველგან გვესმის ვხედავთ. ამ აქციით ახალი არაფერი გაგვიგია. გარდა იმისა რომ ორმოციოდე სტუდენტი მხარს უჭერს რუსთავი2-ს

aqcia2

aqcia1

aqcia34

aqcccc

 

მსგავსი სიახლეები
250 ნახვა