მედიაში გავრცელებული ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით უკვე მიმდინარეობს

მიეხილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას ფარული სატელეფონო ჩანაწერების  მედიაში გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურმა  სპეციალურ განცხადება გააკეთა.

ლევან იზორიას განცხადებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია :

„ოპერატიული სამძებრო ღონისძიებისა და მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ამა წლის 24 ოქტომბერს უკვე დაიწო გამოძიება.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 -ე მუხლის  პირველი ნაწილით. რაც ითვალისწინებს შეთქმულებას  სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“.

ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ მოხდება მედიაში გავრცელებული მასალის ავთენტურობის დადგენა, გარდა ამისა უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის შესაბამის უწყებებს უკვე მიმართეს  სამართლებრივი დახმარებისთვის .

მსგავსი სიახლეები
128 ნახვა