სალომე ზურაბიშვილი: ჩემის აზრით ესეც მომზადებული მახეა!

ჩემის აზრით ესეც მომზადებული მახეა!!!!!!
ამ საუბარზე (უკრაენელბის მიერ ჩაწერილს თუ თვით მიშასი გავრცელებულს) ხელისუფლება თუ რამე რეაგირებას მისცემს, ჩაჯდება კიდევ ერთხელ ნაციონალების მიერ მომზადებულ ყალიბში ! გვარამიას რომ დაბრალდეს სახელმწიფო გადატრიალების განზრახვა და ამის გამო დაიჭირონ, უკვე მზად ექნებათ ლოზუნგები და დემარშები : “ადამიანის უფლებების დარღვევა” “მოსმენების აღდგენა” და ასე შემდეგ და ხელისუფლება კიდევ ერტხელ თავის მართლების რეჟიმზე გადავა!…
ამიტომ ჩემი რჩევა ხელისუფლებას : “გაატარეთ!” ეს განგებ ჩაწერილი დიალოგია, არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ნელნელა ეწურებათ ნაცებს თემები და მსხვერპლის მანტია ეხევათ ტანზე….
ამიტომ ყველაზე სწორი მიდგომა არის სიწყნარე, და არ აყოლება! არც სამოქალაქო დაპირისპირება გვემუქრება, არც სახელმწიიფო გადატრიალება ! ჩვენ გვემუქრება მხოლოდ ხელისუფლების შეცდომები და არა მგრადი პოლიტიკა! დანარცენი არის არის მოდელირებული რეალობის შექმნის მცდელობა, რომელსაც მხოლოდ ერთი რამე შეუძლია : ხელისუფლებას აურიოს გზა და კვალი და მის გასაკეთებელ საქმიდან გადაიყვანოს უაზრო და უმიზნო ორომტრიალში…

მსგავსი სიახლეები
247 ნახვა