გიორგი მარგველაშვილი: „მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ . დარჩნენ კონსტიტუციურ ფარგლებში და არ აყვნენ ავანტიურებს”

ბოლო დღეების თემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას მოუწოდა სიმშვიდისკენ. დარჩნენ კონსტიტუციურ ფარგლებში და არ აყვნენ ავანტიურებს.

პრეზიდენტის განცახდებას უცვლელად გთავზობთ:

“ქართველი ხალხის მთავარი მიღწევაა არჩევნების გზით  ხელისუფლებების ცვლა და ეს კურსი შეუქცევადია.  რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა , ხოლო ის ვინც ამ გზით  გეგმავს პროცესებს, მთლიანად მოწყვეტილია  საზოგადოებას და პოლიტიკურ რელობას.  არა ერთხელ მითქვამს და სამწუხაროდ მიწევს გამეორება , რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს  რაიმე ტიპის არეულობას.  შევახსენებ პოლიტიკოსებს – ადამიანი , მისი სიცოცხლე და ჯამრთელობა უზენაესი ღირებულებაა. შეუძლებელია და დაუშვებელია ამით თამაში . კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ. დარჩნენ კონსტიტუციურ ფარგლებში და არ აყვნენ ავანტიურებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ვრჩები კონსტიტუციური წესით  ადამიანის უფლებების და მედიის დამოიუკიდებლობის გარანტად”.

მსგავსი სიახლეები
134 ნახვა