საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგის გამოქვეყნება დღეს 20:00 საათამდე იკრძალება

ცესკო-ს სპიკერ ანა მიქელაძის ინფორმაციით, კანონმდებლობის მიხედვით, დღეს 20:00 საათამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგის გამოქვეყნება იკრძალება. განმარტებები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ანა მიქელაძემ დღეს ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია, გარდა ამისა, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში.

ცესკო-ს მონაცემით, საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებს აკვირდებიან 22 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 728 წარმომადგენელი, 4 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 22 დამკვირვებელი და 16 მედიაორგანიზაციის 347 წარმომადგენელი.

წყარო

მსგავსი სიახლეები
267 ნახვა