ილია მეორე – საქართველოში ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილიას უნივერსიტეტში “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” ფოტოს გამოფენას მკრეხელობას უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი შეურაცხყოფა საქართველოში ჯერ არ ყოფილა.
როგორც მისმა უწმინდესობამ დღეს, საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, მას უკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.
“არის ერთი სამწუხარო ამბავი, წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოების და საქართველოსი. მე მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
723 ნახვა