ირაკლი ალასანია – ჩვენ არ ვიქნებით იქ, სადაც არის ტყუილი, ყალბი დაპირება

ჩვენ არ ვიქნებით იქ, სადაც არის ტყუილი, ყალბი დაპირება და სადაც ქვეყანას მართავენ ავტორიტარიზმით და ძალადობით, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა , ირაკლი ალასანიამ ისნის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალასანიას განმარტებით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას დაუპირისპირდა.
“პარტიული სტრუქტურები, პარტიული მანქანა გვჭირდება, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანის მიღწევა, რომელიც მომავალი წლის არჩევნებში გამარჯვებით სახით გვიდგას გვჭირდება იმიტომ, რომ მის გარეშე ჩვენი მთავარი ამოცანის შესრულებას, რომელიც მომავალი წლის არჩევნებში გამარჯვების სახით გვიდგას, ვერ მოვახერხებთ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ადგილობრივი სტრუქტურების ხელმძღვანელობის არჩევით ძალიან დემოკრატიულ ფორმას მივმართეთ და შიგნიდან ყრილობის მეშვეობით ავირჩიეთ გამგეობა და მისი ხელმძღვანელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს პარტიას მართლაც შინაგანად დემოკრატიული კულტურა აქვს და ამ კულტურის დამკვიდრებას შევუწყობთ ხელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ 2016 წლის არჩევნების შემდეგ. ჩვენ არ ვიქნებით იქ, სადაც არის ტყუილი, სადაც არის ყალბი დაპირება და სადაც ქვეყას მართავენ ავტორიტარიზმით და ძალადობით. სწორედ ეს იყო მიზეზი იმის, რის გამოც დავუპირისპირდით “ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივ ხელისუფლებას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ყრილობის მონაწილეებს მათი პარტიის პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური წინსვლის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს შეეხება.
“25 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობა, სიკეთე, ფულის კეთება არის რეალურად ერთი წრის საქმე – ერთი და იგივე სახეები ბიზნესში კი ერთი და იგივე სტრუქტურები და ორგანიზაციები ტრიალებენ. ჩვენი ამოცანაა გავაფართოვოთ წრე იმ ადამიანებისა, რომელიც უკეთესად იცხოვრებს. მთელი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად დავეხმაროთ საშუალო და მცირე ბიზნესს და მათ მივცეთ განვითარების მეტი შესაძლებლობა. “თავისუფალი დემოკრატების” მთავარი პლატფორმა ეფუძნება სწორედ ეკონომიკურ წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას. ამისთვის ჩვენ ძალიან კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ქვეყანაში შემოვა ბევრად მეტი ინვესტიცია და რაც მთავარია საშუალო და მცირე ბიზნესს შეიძლება არჩინონ არა მარტო საკუთარი, არამედ სხვების ოჯახები”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
276 ნახვა