ნიკა გვარამია : “კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არ ცვლის არაფერს საკონსტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე”

ურთმელიძის განაჩენს „რუსთავი 2“ თან დაკავშირებით  უკვე მოყვა კომენტარები . ნიკა გვარამიას განცხადებით დღევანდელი განაჩენით “რუსთავი 2”- თვის არაფერი იცვლება.

„კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს დამატებითი მტკიცებულება და გვექნება ძალიან მალე სასამართლო გადაწყვეტილება , რომელიც უტყუარი განაჩენი იქნება სასამართლო სისტემისთვის, რამდენადაც შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების დასაბუთება, მინიმალურ სტანდარტზეც კი.“

გვარამიას განცხადებით “რუსთავი 2”- ი დატოვებულ იქნა სასამართლო უფლების რეალიზაციის გარეშე.

„გადაწყვეტილება რომელსაც ნულოვანი სამართლებრივი შინაარსი აქვს და ნულოვანი სამართლებრივი შედეგები   გამოყენებული იქნება მხოლოდ ხელისუფლების წინაამღდეგ იმის დასტური , რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმა საქართველოში დაასრულა სამართლიან სასამართლოზე საუბარი“ – განაცხადა “რუსთავი 2” – ის გენერალურმა დირექტორმა საკუთარ გამოსვლაში.

მსგავსი სიახლეები
143 ნახვა