არქიტექტურის სამსახურს დიმიტრი მოსულიშვილი, ქონების მართვის სააგენტოს კარლო ლაფერაძე უხელმძღვანელებენ

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს დედაქალაქის მერიის სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები წარადგინა.
როგორც ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გამოცხადებული იყო კონკურსი დედაქალაქის მერიის სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელების შესარჩევად და კომისიამ დაასრულა მუშაობა.
“თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კომისიამ შეარჩია დიმიტრი მოსულიშვილის კანდიდატურა, რომელიც არის პროფესიით არქიტექტორი. ძალიან წარმატებული და გამოცდილი ადამიანია, არქიტექტორთა ასოციაციას ხელმძღვანელობს. ის აქტიურად იყო ჩართული 13 ივნისის სტიქიის შემდგომ მდინარე ვერეს ხეობის შემდგომი განვითარების კონცეფციის მომზადებაში და ბევრ სხვა საკითხში. ბევრი კარგი და წარმატებული პროექტის ავტორია. სწორედ ის შეარჩია კომისიამ არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მინდა წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ასევე კომისიის მხრიდან ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსის თანამდებობაზე შერჩეული იქნა კახაბერ გვანცელაძის, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კარლო ლაფერაძის კანდიდატურა.
“ამ კანდიდატებს წარმოგიდგენთ და გთხოვთ თქვენც თანხმობას”, – მიმართა თბილისის

წყარო 

მსგავსი სიახლეები
109 ნახვა