“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში ცვლილებები შევა

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში ცვლილებების ახალი რედაქცია პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.
ამის შესახებ შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრის მეორე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
“2013 წელს შეიქმნა ეს ინიციატივა, რომ უნდა მომხდარიყო ცვლილებების შეტანა კანონში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. უნდა მომხდარიყო გარკვეული დეკრიმინალიზაცია და ჰუმანიზაცია, ვიანაიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები – არა რუსეთის, არამედ თურქეთის, აზერბაიჯანის და ა.შ. – ამ კანონით სისხლის სამართლის დამნაშავეები ხდებოდნენ. მოგეხსენებათ, პირველი მოსმენის შემდეგ გაჩერდა ამაზე მუშაობა. მე ვთვლი, რომ საჭიროა ამ მიმართულებით უკან დაბრუნება და არამარტო ამ პოზიციის, არამედ სხვა პოზიციების გადახედვა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციების იუსტიციის სამინისტროსთან. პრემიერ-მინისტრთან არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონლიფქტურ ტერიტორიებზე არსებული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს და იქ გვაქვს მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება ეს კანონი დაიხვეწოს იმდენად, რომ ებრძოდეს ოკუპაციას და არ ზღუდავდეს ადამიანის უფლებებს. ამაზე მუშაობა მიდის და დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში ახალი რედაქციით ჩვენ, ალბათ, პარლამენტის წინაშე წარვდგებით ამ კანონში ცვლილებების განხორციელების მიმართულებით”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

წყარო 

 

მსგავსი სიახლეები
165 ნახვა