თინა ხიდაშელი: საქართველო ელოდება სიგნალს დასავლეთიდან

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal  საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის წერილს აქვყენებს. თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოება შეუძლებელია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე.

საქართველოს მთავრობა ასევე აცნობიერებს მართლმსაჯულების სისტემისდამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომაც, ბოლოსამი წლის განმავლობაში ჩვენ პრიორიტეტად ვაქციეთ დამოკრატიული რეფორმები, შარშანმიღებული ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და ანტიდისკრიმინაციულიკანონის ჩათვლით” -, ნათქვამია სტატიაში.

თინა ხიდაშელი წერს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ერთსულოვნება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად აუცილებელი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ქვეყანას, რომელიც მზად არის, რომ მიიღონ NATO-ში, სჭირდება იმის ცოდნა, რომ მას იქ მიესალმებიან.

მართალია, საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანად უთმობს უდიდეს ყურადღებასსირიის კონფლიქტს, მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ არ დაივიწყოს თავის საზღვრებთანახლოს უსაფრთხოების საკითხები. რუსეთმა ჯერ კიდევ არ შეასრულა უკრაინასთანდაკავშირებით მინსკის შეთანხმების პირობები, რომელსაც ხელი მოაწერა თებერვალში, დადღესაც მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებსსაქართველოს კუთვნილ ტერიტორიებზე. რუსეთის უკანონო მოქმედებები სამხრეთკავკასიის სხვა რეგიონებზეც ვრცელდება. 

ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვს ჩრდილოატლანტიკურიხელშეკრულების ორგანიზაციისგან გაბედულ გადაწყვეტილებებს ვარშავის სამიტზე,რომელიც გაიმართება მომავალი წლის ივლისში. NATO-მ ან უნდა მიიღოს გაწევრებისსამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, ანდა განაცხადოს, რომ ეს გეგმა საერთოდ არ არისსაჭირო გაწევრებისთვის. რუსეთს არ უნდა მიეცეს ვეტოს უფლება ატლანტიკურ ალიანსშიდემოკრატიული ქვეყნების შესვლაზე.

გასულ კვირას თბილისში გამართულ უსაფრთხოების სხდომაზე ყველა მხარემ ხაზგასმითაღნიშნა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ჩვენი ქვეყნის როლი, როგორცუსაფრთხოების მნიშვნელოვანი მხარდამჭერისა. ჩემმა ქვეყანამ ამერიკის შეერთებულიშტატების შემდეგ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა NATO-ს ავღანეთის მისიაში და დღესაც 870 ქართველი მებრძოლი ემსახურება ამ მისიას. 

გარდა ამისა, საქართველო მხარს უჭერს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებს. შარშან ჩვენსიდიდით მეორე ქვედანაყოფები გავაგზავნეთ ევროკავშირის ხელმძღვანელობითცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განხორციელებულ მისიაში მონაწილეობისმისაღებად. გარდა ამისა,  საქართველოში გაიხსნა NATO-ს ახალი სასწავლო ცენტრი.

საქართველოს უსაფრთხოება ეფუძნება თანამონაწილეობისა და პარტნიორობისპრინციპებს. მსოფლიო სულ უფრო მეტ ურთიერთკავშირს მოითხოვს და ჩვენც უფრომჭიდრო ურთიერთმოქმედება გვჭირდება. ჩვენ ჩვენს ნაჭუჭში ვერ ჩავიკეტებით და თავსვერ მოვიტყუებთ, რომ მსოფლიოს სხვა კუთხეებში მიმდინარე კონფლიქტები ჩვენ არგვეხება. დღევანდელ მსოფლიოში კი, სადაც ძალაუფლება ბევრად უფრო დანაწევრებულია,გლობალურ უსაფრთხოებას მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევა თუ უზრუნველყოფს. ვერცერთი ქვეყანა, ამერიკაც კი, მარტო ვერ უზრუნველყოფს გლობალურ უსაფრთხოებას.

პარტნიორობა ქართულ გენშია. სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვიღწით ევროპული დაევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მაშინ, როდესაც ევროპა დგას აღმოსავლეთიდან დასამხრეთიდან მომავალი საფრთხეების წინაშე, საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოსკონტინენტზე სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში და თავისი ტერიტორია აქციოსსტაბილურობის ოაზისად ჩვენს არასტაბილურ რეგიონში. 

სულ რაღაც ოცი წლის წინ საქართველო იყო იზოლირებული ქვეყანა, სამოქალაქო ომისქარცეცხლში გახვეული, სულ ორიოდე მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტით. დღეს კიჩვენ მივაღწიეთ რადიკალურ პროგრესს, რასაც ხაზს უსვამს ევროკავშირთან ასოცირებისხელშეკრულების ხელმოწერა. როგორც ევროპის ნაწილი, საქართველო უზრუნველყოფსმშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენსმეზობლებსა და გააძლიერებს უსაფრთხოებას. 

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხოება შეუძლებელია დემოკრატიის, კანონისუზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე. საქართველოს მთავრობა ასევეაცნობიერებს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და მედიისთავისუფლების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენპრიორიტეტად ვაქციეთ დამოკრატიული რეფორმები, შარშან მიღებული ადამიანისუფლებათა დაცვის სტრატეგიისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ჩათვლით. 

სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოსაც აქვს საშინაო პრობლემები, მაგრამ ჩვენსქვეყანაში არის ერთსულოვნება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისმისაღწევად აუცილებელი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ მზადვართ ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრირების პროცესის გასაღრმავებლად.

NATO-ს უკანასკნელ სამიტზე, უელსში, ალიანსმა მხოლოდ მოკრძალებული ჯილდოშესთავაზა საქართველოს ჩვენი ძალისხმევის სანაცვლოდ. დღეს კი საქართველო უდავოლიდერია და მაგალითია იმისა, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიოს დასავლეთმაეგრეთ წოდებული რბილი ძალის მეშვეობით. 

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადია. დღეს ჩვენიმოქალაქეები ელიან მკაფიო სიგნალს NATO-სგან, რომ ჩვენი მომავალი სწორედ ალიანსშია.ვარშავის სამიტის შემდეგ აღარ უნდა იყოს შუალედური ნაბიჯები საქართველოსა დაNATO-ს შორის”, – ამბობს ხიდაშელი.

წყარო

მსგავსი სიახლეები
291 ნახვა