ქიბარ ხალვაში: თუ სასამართლო დაადგენს, რომ ტელეკომპანია მე მეკუთვნის, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს

„საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოვაცხადე, რომ გამარჯვებული ვარ ამ საქმეში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ეს პროცესი ყველა ინსტანციის შემდეგ”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა.

ბიზნესმენის თქმით, თუ სასამართლოს ბოლო ინსტანცია დაადგენს, რომ ტელეკომპანია მას ეკუთვნის, ის თავისი წილის ნახევარს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დაუთობს.

„გამარჯვებული ვარ იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია სააკაშვილის ბრძოლის მეთოდებისგან, რომელიც ყველაფერს ითვისებდა ტერორით ძალადობით და შანტაჟით. მე მივმართე ცივილიზებულ ფორმას – სასამართლოს.

ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის. მინდა, ყველასთვის აღდგეს სამართლიანობა, ვინც დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. ეს ეხება ყველა პირად საკუთრებას, რომელიც ჩამოართვეს ან ერთ ლარად გააფორმებინეს კერძო პირებს. ჩვენი ბრძოლის პირველი დღიდან დაწყებული, დავით დვალთან ერთად ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ჩვენი კომპანია, გამარჯვების შემთხვევაში, დაფუძნებული იქნება პარიტეტულ საწყისებზე. ეს ჩემი კეთილი ნებაა. ამას მე საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვითვალისწინებ. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ტელეკომპანია მე მეკუთვნის, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. შესაძლოა, ვინმემ მიკერძოებულობა დამაბრალოს, ამიტომ კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ და ჟურნალისტებიც თავისუფლები იქნებიან საქმიანობაში”, – განაცხადა ხალვაშმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
181 ნახვა