პაატა სალია – “რუსთავი 2” იმართება მესამე პირებისგან, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ კომპანიასთან

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გუშინდელი განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არანაირი დარღვევა არ მომხდარა და ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.
როგორც პაატა სალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დროებითი მმართველების დანიშვნის მოთხოვნით სასამართლოს 4 ნოემბერს მიმართეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
“კერძოდ კი იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია იმართება მესამე პირებისგან, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ კომპანიასთან. დღევანდელი მენეჯმენტი იღებს დავალებებს იმ პირებისგან, რომლებსაც ამის უფლება არ აქვთ. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის. ეს არ არის დაუყოვნებლივი აღსრულება. ამასთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, აშკარა მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ჩვენ სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის ნაწილის მოქმედება, რომელიც კრძალავდა განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კერძოდ 271-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია, მოსდეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა”, -განაცხადა სალიამ.
მისივე თქმით, სწორედ ეს საპროცესო შესაძლებლობა გამოიყენა მისმა მხარემ, მიმართა სასამართლო იმისათვის, რომ მაქსიმალურად არიდებული იქნეს ტელეკომპანია იმ მოვლენებს, რომელიც იგეგემოდა და ცნობილი აგხდა საზოგადოებისთვის.
“ჩვენი მიზანია, მინიმალურად იყოს ჩართული და ავარიდოთ პოლიტიკურ პროცესებს ტელეკომპანია და მისი ფუნქციონირება გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში. ეს ცვლილება რომელიც განხორციელდა, არანაირად არ ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხებას. ჩვენ ამას პირველივე დღიდან ვაცხადებდით”, -განაცხადა სალიამ.

წყარო

მსგავსი სიახლეები
184 ნახვა