ილიას უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ აქცია გამართა

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთა გაერთიანება „სტუდენტური მოძრაობა“ , რომელშიც გაერთიანებულია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა სანიციატივო ჯგუფები, ჩაატარა საპროტესტო აქცია მოთხოვნით – შეწყდეს რელიგიური გრძნობებისა და სიწმინდეების შეურაცხყოფა, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, რაც წლების განმავლობაში ხდება ილიას უნივერსიტეტში.

ორგანიზატორების განცხადებით აუცილებელია შეწყდეს ქრისტიანული რელიგიური ღირებულებების ანტიპროპაგანდა, რისი ერთ-ერთი გამოვლინება არის რამდენიმე დღის წინ, უნივერსიტეტის სივრცეში გამოფენილი მართლმადიდებლური ხატის (დირბის მიდგომილი ღვთისმშობელი) დამახინჯებულად და შეურაცხმყოფელად წარმოჩენა.

საინიციატივო ჯგუფი – „სტუდენტური მოძრაობა“ მხარს უჭერს ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის“ ინიციატივას, რომ პროვოკაციები რელიგიურ გრძნობებზე მანიპულირებით, უნდა დასრულდეს კანონის ძალით. სწორედ ამიტომ , ჩვენ მოვუწოდებთ ზემდგომ ორგანოებს საკანონმდებლო სივრცეში დაარეგულირონ ჯერ კიდევ 2013 წელს, დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორის, ბატონი გიორგი ტომარაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ”, რომ არ შეიზღუდოს ჩვენი უფლებები.

მსგავსი სიახლეები
235 ნახვა