საფრანგეთში საქართველოს ელჩი პარიზში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე პარიზში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს “ფეისბუქით” მიმართავს:
“მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო, რომლებიც პარიზში იმყოფებით, საელჩოს განცხადებაზე ვმუშაობთ, სადაც მოგაწვდით ცხელი ხაზის ნომერს, ამიტომ ცოტა უნდა დაგველოდოთ. ყველა ვარიანტში, დარჩით სახლებში ან სასტუმროებში და არ აყვეთ პანიკას”, – წერს ელჩი.
ეკატერინე სირაძე-დელონე წერს ასევე, რომ ბატაკლანის თეატრთან ისმის სროლები, მეტროს 5 ხაზი გადაკეტილია.

წყარო

მსგავსი სიახლეები
200 ნახვა