გამოძიებამ პარიზის ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა დაადგინა

საფრანგეთის რადიო RTL გადმოსცემს, რომ ცნობილი გახდა პარიზის ტერაქტის ორგანიზატორი. ის 27 წლის სირიელი რადიკალი აბდელხამიდ აბაუდია. გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ ის იყო ტერაქტის დამფინანსებელი და ორგანიზატორი. მას „სირიაში ისლამური სახელმწიფოს@ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ტერორისტად მოიხსენიებენ. მის სახელს უკავშირდება ბელგიაში დაგეგმილი ტერაქტიც. აბაუდი იმ ტერორისტების სიაშია, რომელსაც საბერძნეთში წლის დასაწყისში ეძებდნენ. რადიოს ინფორმაციით, ის სირიიდან სწორედ საბერძნეთში გადავიდა, რამდენიმე მონაცემით ის დაკავებულიც იყო.
13 ნოემბრის ტერაქტმა პარიზში 129 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მსგავსი სიახლეები
157 ნახვა