ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფების რეპორტიორი ინტერვიუს დროს ააფეთქეს (ვიდეო)

სირიელი რეპორტიორი ახმედ აბუ ხამზა (Ahmed Abu Hamza), რომელიც ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებაზე მუშაობდა, საველევე მეთაურის ჯებხატ ან-ნუსრსთან ინტერვიუს ჩაწერის დროს ნაღმტყროცნიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The Daily Caller ავრცელებს. სავარაუდოდ შემთხვევა 8 ნოემბერს მოხდა.

აბუ ხამზა ინტერვიუს წერდა ბოევიკთან, რომელიც სირიაში, ხამას პროვინციაში ტელლ-სუკიკის რაიონში ისლამისტების “მიღწევების” შესახებ საუბრობდა.

“ჩვენ ეს ადგილი ავიღეთ და ვაკონტროლებთ“ – ამბობდა საველე მეთაური… სწორედ ამ დროს აფეთქდა ნაღმტყორცნის ჭურვი, რომელის სავარაუდოდ სირიის სახელისუფლებო არმიის მიერ იყო გასროლილი. ადიგლზე დაიღუპნენ ტერორისტები და რეპორტიორი, ამბობს RT, LiveLeak- ზე დაყრდნობით.

წყარო

მსგავსი სიახლეები
450 ნახვა