ანგელა მერკელი – ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს, რომ ტერორიზმის ნებისმიერ ფორმაზე უფრო ძლიერები ვართ

დიდი ოცეულის ქვეყნები ტერორს ომს უცხადებენ. როგორც “დოიჩე ველე” იტყობინება, ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თურქეთში, “დიდი ოცეულის” სამიტზე გააკეთა.
“ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს იმის შესახებ, რომ ტერორიზმის ნებისმიერ ფორმაზე უფრო ძლიერები ვართ”, – განაცხადა მერკელმა.
“დიდი ოცეულის” სამიტი წუთიერი დუმილით დაიწყო. შეხვედრის მონაწილეებმა პარიზში დაღუპულებს პატივი მიაგეს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
140 ნახვა