საფრანგეთმა “ისლამურ სახელმწიფოზე” ავიაიერიში განახორციელა

საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა “ისლამურ სახელმწიფოზე” იერიში განახორციელა და სირიის ქალაქ რაქაში 20 ჭურვი ჩაყარა. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ავიაიერიშში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს 10 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა. საფრანგეთის სამხედრო უწყების ცნობით, ავიადარტყმის ერთ-ერთი სამიზნე “ისლამური სახელმწიფოს” სამეთაური პუნქტი იყო, რომელიც ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობად გამოიყენებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმციით, კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც ავიაიერიშის დროს გაანადგურეს, ჯიჰადის საწვრთნელი ბანაკია.

წყარო

მსგავსი სიახლეები
328 ნახვა