ტრაგედია პარიზში : ტერორისტებს შორის იყვნენ საფრანგეთის, სირიის და ეგვიპტის მოქალაქეები

პარიზმა  ყველაზე მძიმე შოკი განიცადა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ტერაქტების სერიის შედაგად  მსხვრეპლთა რიცხვი 153 ადამიანს შეადგენს, დაშავდა ორჯერ მეტი. დაღუპულთა შორის არიან უცხოელები, ორი დევნილი და პორტუგალიის მოქალაქეები.  პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო „ ისლამურმა სახელმწიფომ“. დაკავებულია ერთი ტერორისტი. ქვეყანაში გამოცხადებულია სამ დღიანი გლოვა, დაკეტილია მუზეომები, მათ შორის ცნობილი ლუვრი. როგორ გადაიტანა ტრაგედია პარიზმა?

ამხანაგური მატჩი გერმანიასა და საფრანგეთის ნაკრებს შორის. 13 ნოემბერი. 21:30. აფეთქების ხმაზე არავი არ რეაგირებს. მაყურებლებს შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიცაა. თანაშემწეები მომხდარზე ამცნობენ.

ზუსტად ასევე 11 სექტემბერს 2001 წელს უმცროს ბუშს განუცხადეს , რომ ტერაქტი მოხდა. პარიზში მომხდარი ევროპისთვის გამეორებაა, რაც ამერიკისთვის 9/11. შედეგად ტერორისტების თავდასხმის შედეგად საფრანგეთში – 120 მდე ადამიანი, 200 მდე დაჭრილია. ნახევარი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტერორისტებმა შეტევისთვის აირჩიეს პარიზის რაიონი, რომელიც დღემდე  უსაფრთხოდ ითვლება . საღამოთი აქ, როგორც ყოველთვის ხალხმრავლობაა. რესტორანში „პატარა კამბოჯა“ და მოპირდაპირე მხარეს ბარ „კარილიონ“ – ში იჯდა ბევრი ადამიანი. სადაც დაიღუპა 11 ადამიანი.

,,მიმდინარეობს ტერორისტების თანამზრახველების ძებნა. ის რომ შეტევა პარიზზე ექვს სხვადასხვა ადგილას წინასწარ რომ მზადდებოდა ეჭვი არ არსებობს. პრეზიდენტი ოლანდი უკვე მესამედ გამოდის განცხადებით და ტერორისტულ შეტევაზე როგორც ომზე საუბრობს“ –  განაცხადა ფრანსუა მოლენსმა, პარიზის პროკურორი.

ერთი ტერორისტი – საფრანგეთის მოქალაქეა – ადრე ნასამართლევი. თვითმხილველი ამტკიცებს , რომ ნახა  მანამ სანამ სროლას დაიწყებდნენ ერთ- ერთ რესტორანთან, თავდასხმელები მივიდნენ მანქანით ბელგიური ნომრით, რომლის  წინა სავარძელზეც იჯდა 20 წლამდე ახალგაზრდა.

 

 

მსგავსი სიახლეები
179 ნახვა