დანიელ ორტეგა : ,,სირიის კრიზისის ფესვები დაკავშირებულია აშშ-ს და ევროპის დამპყრობლურ პოლიტიკასთან“

ნიკარაგუის პრეზიდენტს დანიელ ორტეგას 12 ნოემბერს შეუსრულდა 70 წელი. ერთ – ერთ ინტერვიუში მან ისაუბრა ევროპის და სირიის პრობლემაზე.

,, მე ვფიქრობ , რომ ამ კრიზისის ფესვები დაკავშირებულია იამასთან , რომ აშშ-მ და ევროპამ არ შეწყვიტეს იყვნენ დამპყრობელები. ეს ხაზი მიმართულია ახალი მიწების დაპყრობისკენ. ბრძლოა ეკონომიკას  ან სავაჭრო გზებს არ ეხება , რაც ბუნებრივი იქნებოდა – არამედ მიმდინარეობს ქვეყნის სიმდიდრეზე კონტროლის მოპოვება საბრძოლო მეთოდებით,  ადამიანების დახოცვის მეთოდით,  კულტურის განადგურების გზით, დანგრევისა და დაშლის მეთოდით. ეს ხსნის იმას , თუ რატომ ვიმყოფებით ამ კრიზიში“ – აღნიშნა ორტეგამ.

_ მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთიც ჩართულია იმავე ხერხებით, იყენებს შეიარაღებულ ძალებს.

– რუსეთი ამას აკეთებს საკუთარი საზღვრების დასაცავად. რუსეთსაც ემუქრება ეს პოლიტიკა. მას შემდეგ რაც სსრკ გაქრა , საჭირო გახდა მრავალპოლარული ბალანსი . მაგრამ ამ ბალანს არავინ ცემდა პატივს. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით პოლიტიკას , რუსეთის ლიკვიდაციისკენ მიმართულს. ასე რომ საქმე არ ეხება მხოლოდ სირიის, ლიბიის, ირანის ლიკვიდაციას.  ყველა ეს სახელმწიფო სტაბილური იყო. აიღეთ თუნდაც  ირანი. ის იყო სტაბილური, ღია, პროგრესიული, მე ვიტყვი რევოლუციური სახელმწიფოც კი, რა თქმა უნდა საკუთარი ტრადიციისა და ადათების ჩარჩოებში. ყველაზე ბნელმა ძლაებმა აშშ  და ევროპა-მ თავიანთი ექსპანსიონისტური პოლიტიკის კვადაკვალ , მოსინჯეს ძალები, შეიჭრნენ, ყველაფერი ააფეთქეს და დაანგრიეს. მათი ყველაზე დიდი მიზანია – რუსეთის ფედერაცია. მათ სურთ რუსეთის დესტაბილიზაცია. სირიას, რაც შეეხება ის  წონსაწორობის წერტილია. ამით აიხსენბა ის თუ რატომ გადაწყვიტა პუტინმა გარეულიყო ამ საქმეში , – შეენარჩუნებინა სტაბილურობა და მშვიდობა. სწორედ ამიტომ ე.წ. მეამბოხე დაჯგუფებები  -„ალ ქაიდა“ , „ისლამური სახელმწიფო“ – იყო გაწვრთნილი , შეიარაღებული და გაწვრთნილები შეერთებული შტატების მიერ. ამ შედეგების გამკლავება კი ევროპას უწევს. ამერიკაში მიგრანტების დიდი ტალღა ვერ აღწევს. რუსეთს კი სხვა არაფერი რჩება , გარდა იმისა რომ თვითონაც ჩერთოს, რათა შეძლოს სირიაში სტაბილურობის მიღწევა, სადაც მნიშვნელოვანი ტერიტორეიები ამ გავლენიანი ჯგუფების კონტროლის ქვეშაა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
201 ნახვა