რუსეთის საგარეო უწყება – რუსეთი მზად არის, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე მუშაობა გააგრძელოს

რუსეთი მზად არის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების  საკითხზე მუშაობა გააგრძელოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
“რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის რეჟიმის ლიბერალიზაციაზე”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე გუშინ, პრაღაში შეხვდნენ ერთმანეთს.

მსგავსი სიახლეები
434 ნახვა