პაატა ბურჭულაძე საკუთარი გუნდის წევრებს ხვდება

“საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საკუთარი ფონდის წევრებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს.
კომენტარები, სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.
პაატა ბურჭულაძემ “საქართველოს განვითარების ფონდი” დააფუძნა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავად უხელმძღვანელებს. ფონდის წევრები არიან: ვანო მაჭავარიანი, მერაბ ტყეშელაშვილი, ირაკლი გურჩიანი, გიორგი რუხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და სხვები.

მსგავსი სიახლეები
163 ნახვა