FOX NEWS- “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკები” თეთრი სახლის აფეთქებით იმუქრებიან

დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკები” ახალ ვიდეორგოლს ავრცელებენ, რომელშიც თეთრი სახლის აფეთქებით იმუქრებიან. ამის შესახებ “ფოქსნიუსი” იუწყება.
“ჩვენ მივიღეთ “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ვიდეოს ფრაგმენტები, რომელშიც ორი უცნობი მამაკაცი აშშ-ს ემუქრება და აცხადებენ, რომ საფრანგეთი პირველი იყო, მომდევნო ვაშინგტონი იქნება”, – აცხადებს ტელეკომპანია.
მედიასაშუალების მიერ ნაჩვენებ ერთ-ერთ კადრში ჩანს წვერებიანი მამაკაცი ავტომატით ხელში, რომელიც აშშ-ს თეთრი სახლის აფეთქებით იმუქრება.
ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის გავრცელებული ვიდეოს ნამდვილობის გადამოწმება მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
143 ნახვა