ბარაქ ობამა: რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს” და ე.წ. საერო ოპიზიციას ერთმანეთისგან ვერ არჩევს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი სირიის ოპოზიციის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

ობამამ ასევე, სირიაში რუსეთის ქმედებები დაგმო და აღნიშნა, რომ ავიადარტყმების მიტანისას რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს” და ე.წ. საერო ოპიზიციას ერთმანეთისგან ვერ არჩევს.

რუსეთის მოსაზრებით, ყველა მათგანი ტერორისტია”, – განაცხადა ბარაქ ობამამ.

აშშ-ის ლიდერის მოსაზრებით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპონენტების ლიკვიდაციით, რუსეთი „ისლამური სახელმწიფოს” გაძლიერებას უწყობს ხელს, ამერიკელები კი, სირიაში ისლამისტებს ებრძვიან.

ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რუსეთთან, ირანთან და სხვა ქვეყნებთან გააგრძელოს თანამშრომლობა, რომ სირიაში ხელისუფლება შეიცვალოს. ბარაქ ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სირიაში კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.

რუსულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიის დაბომბვა, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შესაბამისი თხოვნის შემდეგ, 29 სექტემბერს დაიწყო. მოსკოვში აცხადებენ, რომ საჰაერო ოპერაციის მთავარი სამიზნე – ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა”.

წყარო

მსგავსი სიახლეები
171 ნახვა