ქუვეითში დაკავებული ტერორისტები ISIS-თვის იარაღს უკრაინაში ყიდულობდნენ

ქუვეითის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებულები არიან იმ ქსელის წევრები, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს” იარაღსა და ფულს აწვდიდა.   საინფორმაციო სააგენტო “KUNA” ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაჯგუფებაში ხუთი სირიელი, ქუვეითის მოქალაქე, ორი ავსტრალიელი და ერთი ეგვიპტელი შედიოდნენ.   სავარაუდოდ, დაჯგუფებას ლიბანის მოქალაქე ხელმძღვანელობდა. მან აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა და განაცხადა, რომ უკრაინაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს FN6-ს ყიდულობდა, რომელიც თურქეთიდან სირიაში გადაიტანეს.   ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ამბობენ, თუ რამდენი ასეთი სისტემა აღმოჩნდა „ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლთა ხელში.

წყარო

მსგავსი სიახლეები
354 ნახვა