აშშ-ის სენატმა უკრაინას 300 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება დაუმტკიცა

აშშ-ში უკრაინის ელჩი ვალერი ჩალი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აშშ-ის სენატმა უკრაინას 300 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება დაუმტკიცა.

აღნიშნული თანხიდან 50 მილიონი დოლარი ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემისთვისშეიძლება იყოს გამოყენებული”, – წერს ვალერი ჩალი.

BBC”-ს ცნობით, თანხის ნაწილი სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროების მომზადებაზე დაიხარჯება.

კანონპრექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტი მოაწერს ხელს. იმედი გვაქვს, რომგადაწყვეტილება დადებითი იქნება”, – წერს ვალერი ჩალი.

აშშ-ის სენატის დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს აშშ-ის სამხედრო ხარჯების მოცულობა 612 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 600 მილიონი აშშ დოლარი სირიის ე.წ. ზომიერი ოპოზიციის მებრძოლთა დაფინანსებისთვის, 715 მილიონი აშშ დოლარი კი, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში ერაყის არმიის დახმარებისთვის არის გათვალისწინებული.

წყარო

მსგავსი სიახლეები
85 ნახვა