შალვა ოგბაიძე: ავტომობილების ტექდათვალიერება გაუქმდა და მაშინვე 15 წლამდე ასაკის ბავშვებში სისხლის გათეთრებამ და კიბომ იმატა

„2004 წელს ავტომობილების ტექდათვალიერება გაუქმდა და მაშინვე 15 წლამდე ასაკის ბავშვებში სისხლის გათეთრებამ და კიბომ იმატა, რასაც ავტომობილის გამონაბოლქვში არსებული ტოქსიკურ ნივთიერებები იწვევს და ეს ფაქტი დადასტურებულია”, – ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, ასევე გაიზარდა ქალებში მკერდის კიბოთი დაავადების რიცხვი.

„არ არის დრო, განგაში ავტეხოთ? ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში კიბოთი ერთეულები იყვნენ დაავადებული, დღეს კი ნაცნობ-მეგობრებში არ მეგულება ადამიანი, რომლის მეუღლე ან ოჯახის წევრი წელიწადში თუნდაც ერთხელ არ ესინჯებოდეს ონკოლოგიურ დაავადებებზე. 2004 წლიდან დღემდე ავტომობილების რაოდენობა 200 000-დან  მილიონამდე გაიზარდა. პარალელურად იზრდება კიბოთი დაავადებულთა რიცხვიც. ავტომანქანების მიერ გამოყოფილი მავნე გამონაბოლქვი ქალაქს 96%-ით აბინძურებს”, – განაცხადა ოგბაიძემ.

მისი თქმით, კიბოს ასაკი საგრძნობად გაახალგაზრდავდა. „კიბო – ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აკრძალვისა და კარცენოგენული ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების პირდაპირი შდეგია”, – განაცხადა ოგბაიძემ. მისი თქმით, სანამ ტექნიკურიდათვალიერება არ აღდგება, სიმსივნური დაავადებები მუდამ პროგრესირებადი იქნება.

 

წყარო

მსგავსი სიახლეები
226 ნახვა