ბეგლარ ქამაშიძე: თუ რომელიმე რჯულის მიმდევარი ღმერთის სახელით დანაშაულს სჩადის, არ ნიშნავს, რომ ეს რელიგია ტერორიზმს ქადაგებს

„აღმაშფოთებელია, როცა ტერორიზმს ისლამს მიაწერენ”, – ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი, მუფთი ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს., როგორც მან „კვირის პალიტრას” განუცხადა, ჭეშმარიტი მუსლიმი ვერ იქნება ტერორისტი, რადგან მოციქული მუჰამედი მშვიდობასა და სიყვარულს ქადაგებს.

„ვიღაცები ცდილობენ, ისლამის სახელს ამოეფარონ, რათა მუსლიმი ტერორისტად წარმოჩინდეს, ისლამოფობია ჩამოყალიბდეს და საზოგადოებაში სიძულვილი გაჩნდეს. ეს კი საბოლოოდ მსოფლიოს დააზარალებს. თუ ამა თუ იმ რჯულის მიმდევარი დანაშაულს სჩადის, თუნდაც თავისი ღმერთის სახელით, არ ნიშნავს, რომ ეს რელიგია ტერორიზმს ქადაგებს”, – განაცხადა ქამაშიძემ.

 

 

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა”

მსგავსი სიახლეები
173 ნახვა