რაში გაცვალა არველაძემ პრეზიდენტის პოსტი – კადრები, რომელიც სფფ-ს არჩევნებზე ფარულად გადაიღეს

3 ოქტომბერს, თითქმის 8-საათიანი პერიპეტიების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ლევან კობიაშვილის არჩევამდე, მთელი დღის მანძილზე საარჩევნო პროცესი შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. წინა ღამით დააკავეს ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც არველაძის მხარდამჭერად ითვლებოდა. მთელი დღის მანძილზე არველაძის მხარდამჭერები სწორედ მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა გათავისუფლებულ გობეჯიშვილს უეფა-ს რეკომენდაციით არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. საბოლოოდ, ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობას 18-მა დელეგატმა, არველაძეს კი – 15-მა დაუჭირა მხარი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც “ჰოლიდეი ინნ”-ში მობილურით ფარულადაა გადაღებული. კადრებში ჩანან, რევაზ არველაძე, უეფა-ს ვიცე პრეზიდენტი გრიგორი სურკისი, ასევე არჩევნების დელეგატები.

“ჩემი მეგობარი გეგა ახლა ჩემ გამო ზის ციხეში. მისი ცოლი და პატარა ბიჭი ფეისბუქზე მწერენ: რეზო, შენ თუ მამაკაცი ხარ არ დანებდე, თუნდაც მამაჩემი იჯდეს ციხეში. გამოუშვით ეს ადამიანი… სანაცვლოდ, მოვილაპარაკეთ – წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ…” – ისმის ფარულ ჩანაწერში.

იხილეთ ვიდეო:

 

მსგავსი სიახლეები
238 ნახვა