13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 44 ოჯახს 11 793 664 ლარი ჩაერიცხა

13-14 ივნისის სტიქიის დროს  დაზარალებულმა ორმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

წყნეთის ხევის 16 ნომერში მცხოვრებმა ეკატერინე მურადელის სამსულიანმა ოჯახმა თანხის ანაზღაურებაზე თანხმობა სულადობის მიხედვით განაცხადა.  წყნეთის ხევის 45 ნომერში მცხოვრები დები – მაკა გიორგიძე დახათუნა ხურციძე ქონების საფასურის ანაზღაურებას საბაზრო ღირებულების მიხედვით დათანხმდნენ.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ 44 ოჯახს სულ ჯამში  11 793 664 ლარი ჩაერიცხა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
118 ნახვა