სოზარ სუბარი ავარიაში მოჰყვა – არის მსხვერპლი

სამტრედიის და აბაშიძის გზაგასაყარზე, სოფელ მარანში ავტომანქანას, რომელსაც დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის მძღოლი მართავდა, ავარია მოუვიდა.

შემთხვევის დროს ავტომობილში სოზარ სუბარიც იმყოფებოდა. მინისტრის ავტომობილი ტაქსის შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა.

როგორც მედიას დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრი და მისი მძღოლი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან.

წყარო

მსგავსი სიახლეები
319 ნახვა