ქართველები აფხაზეთში – ბლოგი ოკუპირებული რეგიონიდან

ბიზნესმენ ვახტან გვაზავას ბლოგი აფხაზეთიდან

როგორც ვიცით, არსებობს შეზღუდვების მნიშვნელოვანი რაოდენობა როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური, ისეთ რეგიონებში როგორებიცაა აფხაზეთი, ყირიმი, ოსეთი, დნესტრისპირეთი. ისინი ეხება საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობის შეზღუდვას, დაკავებას იმპორტით/ექსპორტით, გარე ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, რაიმე სახის ცივილიზებული გზებით საქონლისა და მგზავრების ტრანსპორტირებას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს შექმნილი შეზღუდვები, სინამდვილეში, ქმნიან მოსალოდნელისგან საპირისპირო ეფექტს და ჩვენ ვიღებთ უფრო მზარდ პრობლემას.
ამგვარი შეზღუდვების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ექსპერიმენტმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კუბაში აჩვენა, რომ ეს არა მხოლოდ არ მუშაობს, არამედ აძლიერებს სიძულვილისა და დაპირისპირების პოზიციებს.

ღირს გარკვევა, რატომ არ მოქმედებს ისინი და შეიძლება თუ არა იყოს ეფექტური პრინციპში.
როგორ ფიქრობთ, შეუძლია აფხაზ ხალხს იყოს მადლიერი საქართველოს ხელისუფლების ან ევროპის იმის გამო, რომ მათ მოუჭრეს შესაძლელობა უზრუნველყონ საკუთარი ოჯახები, შექმნან საკუთარი ან ნაციონალური კეთილდღეობა? რა თქმა უნდა არა. როგორ იგრძნობთ თავს როცა ვიღაც აჭმევს საკუთარ შვილს და თქვენი შვილი ამ დროს იჯდება მშიერი და უჭმელი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ პატივი სცეთ ასეთ ადამიანებს. თქვენ არ მოგინდებათ გქონდეთ მათთან არანაირი საერთო.

ქართველები აფხაზეთში

რამდენიმე ათეულ ათასობით ქართველი იმყოფება აფხაზეთში და ისინი ვერაფერს უპირისპირებენ მკაცრ იარაღს, საქართველოს კი ევროპასთან ერთად არ შეუძლია დღეს მათი დაცვა. აფხაზეთში მცხოვრები ქართველები არიან სიძულვილის ობიექტები, როგორც იმ კულტურის წარმომადგენლები ვინც ზღუდავს აფხაზეთს ეკონომიური კეთილდღეობისგან.
საქართველო ცდილობს მთელი ძალებით დაამტკიცოს საკუთარი ძალა სანქციების გაგრძელებით და ამით ქმნის კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას. საქართველო აგრძელებს საკუთარი თანამემამულეების ცხოვრების გაუარესებას მოჭრილ აფხაზეთში, როგორც ქართველების ასევე აფხაზების.

ყირიმის მაგალითი

ყირიმმა თითქმის ერთსულოვნად მისცა ხმა რუსეთთან შეერთებას. სამაგიეროდ მათ მიიღეს სანქციები თავის პროდუქტებზე, ავია და საზღვაო მიმოსვლაზე, ეკონომიური მუქარები, წყლისა და ელექტროენერგიის გათიშვის საშიშროება. საკითხი იმაში არ დგას რომ ყირიმელები სწორად მოიქცნენ, არამედ იმაში მდგომარეობს რომ უკრაინა ახლა თვითონ ქმნის საკუთარი თავის მიმართ სიძულვილის გაღვივების ფონს. იმიტომ რომ განიცდიდეს, იქნება ხალხი, ვისი ხმაც რეფერენდუმზე უკიდურესად მნიშვნელოვანია. და როგორ ფიქობთ ვის მისცემენ ისინი ხმას?

ჩვენ გარანტირება უნდა ვუზრუნველყოთ

ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენი თანამემამულეების ნორმალური არსებობა აფხაზეთში, რომლებიც აღმოჩნდნენ პოლიტიკისა და მცდარი გადაწყვეტილებების ტყვეობაში. აუცილებელია შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ხიდი. და თუ, უახლოეს მომავალში ვერ მოვახერხებთ ტერიტორიების საკითხის გადაჭრას, შევეცადოთ, რომ იმ ხალხმა ვინც ცხოვრობს აფხაზეთში, იგრძნონ რომ ისინი სჭირდება საკუთარ ქვეყანას. არა როგორც მონები, რომლებიც მუხლებზე დააყენეს სანქციებით, არამედ როგორც ნათესავი ადამიანები, რომლებიც ეხლა იმყოფებიან მავთულხლართებს მიღმა.

ჩვენ როგორც სახელმწიფომ, უნდა გადავხედოთ საკუთარი მოქმედების პოზიციას. და თუ ევროპამ ვერაფერი მოიფიქრა, სანქციების გარდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამდენად სულელები და არაშორსმჭვრეტელნი.

ჩვენ არ შეგვიძლია კარნახი
საქართველომ უნდა ააშენოს სრულფასოვანი ტოლერანტული და ჭკვიანი სახელმწიფო. ეცადოს უფრო ჭკვიანურად მოიქცეს პოლიტიკაში, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია ისევე როგორც უმსხვილესი სახელმწიფოები – აშშ, ჩინეთი, გერმანია და რუსეთი – ვუკარნახოთ ჩვენი პირობები, ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ წარმოუდგენლად რთული ბალანსი დღევანდელ მსოფლიოში. ამიტომ ჩვენი ქმედებები უნდა იყოს ძალიან დიპლომატიური და სტრატეგიულად გამომუშავებული ჩვენი ქვეყნის ზომის მიხედვით, იმ გავლენის მიხედვით, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ. მაგრამ ეს არის გრძელვადიანი ამოცანა. ახლა კი ჩვენ უნდა განვახორციელოთ რიგი პროდუქტიული ნაბიჯებისა ჩვენი თანამემამულეებისა და თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ჩვენს ქმედებებზე.

წყარო

მსგავსი სიახლეები
219 ნახვა