გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, წუხელ საქართველოს ყველა მაღამთიან რეგიონში ძლიერი თოვა იყო. მთელი ღამის გამნავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორის უხელტეხილზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, რის შედაგადაც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველა ამ მიმართულებაზე შენარჩუნებულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა აკრძალულია მხოლოდ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია როგორც მოძრაობა, ასევე გაწმენდითი სამუშაოების წარმოება. ზვავსაშიშროების მოხსნასთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგეს.
ამავე გზის მლეთა-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.

წყარო

მსგავსი სიახლეები
192 ნახვა