ირაკლი ღარიბაშვილი – თბილისში ეკოლოგიის კუთხით კატასტროფა გვაქვს

სიმსივნის და სხვა დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი არის სწორედ გამონაბოლქვი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ “ეკოლოგიის კუთხით ჩვენ გვაქვს კატასტროფა თბილისში”.
“შესაძლოა კომპანიას, რომელიც კატალიზატორებს შემოიტანს, მათი განვადებით გაცემა ეთხოვოს, შემდეგ კი დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება შემოვა. ამას, რა თქმა უნდა, დროში გავწერთ, ჩვენ არ მოვთხოვთ მოსახლეობას, რომ ეს ერთიანად გაკეთდეს. ამას სჭირდება გეგმის შემუშავება, რასაც უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ საზოგადოებას, მაგრამ მანამდე გთავაზობთ, კვლევა ჩავატაროთ და საზოგადოების აზრი გავიგოთ. მე ვიცი, რომ სიმსივნის და სხვა დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი არის სწორედ გამონაბოლქვი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შს სამინისტროს ინიციატივით, რამდენიმე კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას შეეხება.

წყარო

მსგავსი სიახლეები
250 ნახვა