ლადო სადღობელაშვილი: ,, სწორედ გია თვალავაძე ადგენს ფასებს დღევანდელ სააფთიაქო ბაზარზე”

,,თავისუფალმა თაობამ“  შეისწავლა დღეს საქართველოში არსებული ფარმაცევტული ბიზნესი. „მინდა გითხრათ რომ ძალზედ სავალალო მდგომარეობა გვაქვს.  ბიზნეს შეთანხმებით მოქმედებს ორი მსხვილი მონოპოლიზირებული კომპანია ,,პსპ“ და „ავერსი.“ რომელსაც ხელს უწყობს ვინმე გია თვალაძე , რომელიც არის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელი. როგორც კი კონკურენტი ფირმა დაიწყებს  ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაწევას , შედის წამლის სააგენტო და გაურკვეველი მიზეზების გამო აჯარიმებს ამ რამოდენიმე წვრილ ფირმებს. ამის შემდეგ წვრილი ფირმები თანხმდებიან ფასების ხელოვნურად აწევას და ასევე მედიკამენტების ხელოვნურად შეზღუდვას. ეს კი იწვევს მედიკამენტის კრიზისულ მდგომარეობამდე მიყვანას, შემდეგ კი ხდება ფასების წარმოუდგენელ რაოდენობამდე აწევა.“

ასევე მათ ყურადღება გაამახვილეს თავად გია თვალაძის პიროვნებაზე. აღმოჩნდა რომ თვალაძე წლების განმავლობაში ბატონ ბიძინა ივანიშვილს უზღუდავდა იაფი მედიკამენტების შემოტანას, რათა ბაზარზე ყოფილიყო მხოლოდ მისი შემოტანილი მედიკამენტები.

„მედიკამენტების ბიზნესი ამ ადამიანის გარშემო ტრიალებს. ჯანდაცვის სამინისტრო სერიოზულად ებრძვის ამ ადამიანს , მაგრამ ვერანაირად ვერ მოუღო ბოლო მის ბიზნესს. თვალაძე ორ კორუმპირებულ კომპანიას „პსპ“ და „ავერსის“ ჩამომყალიბებელია.  ამ ფაქტს გვიდასტურებს 7 წვრილი ფარმაცევტული აფთიაქი, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ ხელისუფლების უმოქმედებაზე.  ხელისუფლება შეგვპირდა შექმნიდა ანტიმონოპოლიურ საბჭოს ,რომელიც შეისწავლიდა მათ საქმიანობას.“

ლადო სადღობელაშვილი: საინტერესოა რატომ აქვს თვალაძეს ასეთი პრივილეგიები. რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება ამ ფაქტზე ? მაშინ როცა დოლარის მომატებულ კურსზე იზრდება წამლის ფასიც, რომელსაც  პენსიონერები და მოსახლეობის დიდი რაოდენობა აბრალებს „ქართულ ოცნებას“. რეალურად რა ხდება? მათი კარტელური შეთანხმება აკლებს დღევანდელ ხელისუფლებას ამომრჩეველს, რაც საარჩევნოდ ცუდად აისახება.

,,როგორც კი ვინმეს უჩნდება პრეტენზია შემოიტანოს ევროპული  ხარისხის წამალი, მაშინვე ყაჩაღური მეთოდით გია თვალაძე ესხმის თავს. აჯარიმებს. ამასთან ერთად დაჯარიმებულს არ უმარტავს მუხლს, რა მუხლით მოხდა დაჯარიმება. სასამართლო დავები მიმდინარეობს. დაახლოებით16 კომპანია უჩივის ამ ადამიანს. მაგრამ ვერაფერს უშვებიან. ფარმაცევტული ბიზნესის მონოპილისტია და საინტერესოა საიდან აქვს ამ ადამიანს ამხელა პრივილეგია? ჩვენ შეგვიძლია დაგიანონსოთ, რომ უახლოეს პერიოდში  შევიკრიბებით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენი სურვილია ეს პრობლემა ფართო მაშტაბიან პრობლემად დავანახოთ მოსახლეობას. არ შეიძლება აშავებდეს აფთიაქი ან ბიზნესმენი და ჯოხი ტყდებოდეს მოსახლეობაზე და ხელისუფლებაზე.

თუ დღევანდელი ხელისუფლება ვერ მიხედავს ამ თემას , მაშინ ჩვენ მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. ახალგაზრდები ვერ მოვითმენთ და ეს გადაიზრდება მასობრივ აქციებში „  – განაცხადეს მათ „რეპორტიორის“ პრესკლუბში.

აქსანა კუკავა

მსგავსი სიახლეები
360 ნახვა