პირველი ევროპელი ჟურნალისტი რომელმაც ,,ISIS”-ში იმოგზაურა და ცოცხალი დაბრუნდა (ვიდეო)

იუნგენ ტობენჰოფერი პირველი ევროპელი ჟურნალისტია, რომელმაც თვითგამოცხადებულ ‘ისლამურ სახელმწიფოში’ იმოგზაურა და ცოცხალი გადარჩა. ჟურნალისტი ‘ისლამური სახელმწიფოს’ მებორძოლებთან 2014 წლიდან კონტაქტობდა, სკაიპის მეშვეობით. მისი თქმით,  იგი ტერორისტებს, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ვიზიტზე შეუთანხმდა და მათგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.

”ექვსი თვის განმავლობაში ‘ისლამური სახელმწიფოს’ მებრძოლებს ვეკონტაქტებოდი და ვცდილობდი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩასვლის ნება მომეპოვებინა. ბოლოს, ხალიფატის ადმინისტრაცია თხოვნას დათანხმდა და უსაფრთხოების გარანტიებიც მომცა. ჩემს შვილს ეგონა, რომ იქ ჩასვლისთანავე მომკლავდნენ. მეც ვუშვებდი შესაძლებლობას, რომ ტერორისტები შეთანხმებას დაარღვევდნენ. საბოლოოდ, მივხვდი, რომ ჩემი იქ ჩასვლა მათივე ინტერესებში იყო.”

ჟურნალისტის თქმით, ‘ისლამურ სახელმწიფოში’ მცხოვრები ადამიანები, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას ეწევიან, თუმცა ხალხში მაინც იგრძნობა დაძაბულობა და შიში, იქ მოქმედი მკაცრი კანონების გამო. ჟურნალისტი იხესენებს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც შეყვარებულის ნახვის გამო დააპატიმრეს.

გერმანელმა ჟურნალისტმა ასევე ისაუბრა ტერორისტების დაფინანსებისა და შეიარაღების საკითხზე. მისი თქმით, ‘ისლამური სახელმწიფოს’ მებრძოლებს შეარაღების დიდი ნაწილის ‘სირიის განმანთავისუფლებელი არმიისგან’ აქვთ მიღებული. ‘სირიის განმანთავისუფლებელ არმიას’ კი შეიარაღებას ამერიკული მთავრობა აწვდიდა. ტერორისტების ხელშია ევროპული წარმოების იარაღიც, რომლებსაც ისინი მეზობელი არაბული სახელმწიფოებისგან საჩუქრის ან ნადავლის სახით იღებენ ან შავ ბაზარზე ყიდულობენ.

ჟურნალისტი სიარიაში მოხალისეების საკითხსაც შეეხო. ათასობის ადამიანი, ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან სირიელ მებრძოლებს უერთდება. ჟურნალისტის თქმით, ამ ადამიანებს ამოძრავებთ აღიარების სურვილი. ‘ისლამურ სახელმწიფოში’ ყოფნისას ისინი გრძნობენ თავიანთ დანიშნულებას, დიდი მნიშვნელობას და გააზრებული აქვთ, რომ საერთო, დიდ მიზანს ემსახურებიან. გრძნობენ, რომ მათი ხმა და ყოველი მოქმედება არ არის ფუჭი. ახალი მებრძოლების მოზიდვაში კი დიდ როლს თამაშობენ სპეციალური ინსტრუქტორები და ტრენერები, რომლებიც ახალ მებრძოლებს სამხედრო საქმეში წვრთნიან და იდეოლოგიურად ამუშავებენ. კონსტრუქტორთა უმეტესობა თავის დროზე სამად ჰუსეინის მხარდამჭერი და მებრძოლი იყო.

ჟურნალისტმა ‘ისლამურ სახელმწიფოსთან’ ბრძოლის გზებზეც ისაუბრა  : ”პირველ რიგში, უნდა შეწყდეს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე იარაღის მიყიდვა. და აუცილებლად უნდა დაიკეტოს თურქეთის საზღვარი. მე პირადად თურქეთ-სირიის საზღვარი უპრობლემოდ გადავლახე.”

წყარო

მსგავსი სიახლეები
1,588 ნახვა