ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა, დაშავებულია 200-მდე ადამიანი

ანკარაში მომხდარი აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი თითქმის 200 – ია. CNN – ის ინფორმაციით, ანკარაში მომხდარ აფეთქებას უკვე ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ იყო ორგანიზებული.

თურქეთის დედაქალაქში ორი აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აფეთქდა. მიტინგი სახელწოდებით “შრომა, მშვიდობა, დემოკრატია” ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა.

მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ მოსახლეობას “ქურთისტანის მუშათა პარტია” მოუწოდებდა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
142 ნახვა