სერგეი ლავროვი თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ: ,,ჩვენ ახალი არაფერი მოგვისმენია”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა .  მისი თქმით, პირადი შეხვედრისას , რომელსაც მელვუთ  ჩავუშოღლუ დიდი ხანი ელოდებოდა, მან მხოლოდ  უკვე გაკეთებული განცხადებები  გაიმეორა

,,ჩვენ არაფერი ახალი არ მოგვისმენია. თურქი მინისტრი დაეთანხმა საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და თურქეთის პრეზიდენტს” – განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ ორი ქვეყნის რუსეთ – თურქეთის  საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მთავარი თემა თურქების მიერ  ჩამოგდებული Су-24 იყო. შეხვედრა 40 წუთი გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები
290 ნახვა